ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ეკიპაჟი უკრაინის მოქალაქეებისგან შედგებოდა” – საბერძნეთში ავიაკატასტროფის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის Antonov-12 კატასტროფის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ოლეგ ნიკოლენკო აცხადებს, საბერძნეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე სახიფათო ტვირთი იყო, თუმცა, ნიკოლენკო არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რა ტიპის ტვირთზეა საუბარი.

“ეკიპაჟი უკრაინის მოქალაქეებისგან შედგებოდა. წინასწარი ცნობით, მომხდარის მიზეზი ერთ-ერთი ძრავის წყობიდან გამოსვლაა. კატასტროფის ადგილზე უკვე ჩავიდნენ უკრაინის კონსულები, რომლებიც მაშველებთან და საბერძნეთის სამართალდაცმცავ უწყებებთან თანამშრომლობენ ყველა გარემოების დასადგენად”, – განაცხადა ნიკოლენკომ Facebook ჩართვაში.

არსებული ინფორმაციით, უკრაინული კომპანიის კუთვნილი სატვირთო თვითმფრინავი Antonov-12 კომერციულ რეისს ასერულებდა სერბეთი-იორდანია-ბანგლადეშის მიმართულებით.

 

იტვირთბა....