უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ქვეყნის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ოკუპანტების მიერ განხორციელებული აგრესიისა და ომის დანაშაულის 23 000-ზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული. მათ შორის. ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევა, აგრესიული ომის დაგეგმვა ან გაჩაღება და წარმოება, ომის პროპაგანდა და ა.შ.
ამას გარდა, უწყების ინფორმაციით, 11 270 დანაშაულია დაფიქსირებული ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ.
“ესენია კრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფა, კოლაბორაციული საქმიანობა, აგრესორი სახელმწიფოსთვის დახმარების აღმოჩენა, დივერსია და ა.შ.”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.