ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზურაბიშვილი: ბულინგის და ზეწოლის გამო მე ხელს არ ვაწერ და მგონი, ეს ყველამ კარგად იცის

[su_quote]ჯერ ერთი, მინდა, ნათელი იყოს, რომ არც ერთი ბულინგის და არც ერთი ზეწოლის შედეგად, მე ხელს არ ვაწერ. მგონი, ეს ყველამ კარგად იცის და მადლობა ზრუნვისთვის[/su_quote]

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც საუბრობდა, რატომ მოაწერა ხელი განკარგულებას პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით.

ზურაბიშვილის განმარტებით, სხდომა იმიტომ მოიწვია, რომ ქვეყნის გარეშე ყველაზე დიდი გამოწვევა ის 12 რეკომენდაციაა, რომელიც საქართველომ ევროკომისიისგან მიიღო.

“ამდენად, მიმაჩნია, რომ ეს სესია არის სრულიად გამართლებული. ახლა არ არის გამართლებული შესვენება და მე მოვუწოდებ ყველას, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, რომ ყველაფერში მიიღონ მონაწილეობა, რომ ყველა კანონი, რაც მისაღებია, მივიღოთ დროულად და დეპოლარიზაციის საკითხი, ერთად ყოფნით და პარლამენტში ყოფნით გადაწყდეს”, – აცხადებს ზურაბიშვილი.

 

 

იტვირთბა....