ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი შესაძლოა, მომავალი კვირიდან განახლდეს

მედიის ცნობით, უკრაინიდან შავი ზღვის გავლით სოფლის მეურნეობის პროდუქტების საექსპორტო დერეფანი შესაძლოა, მომავალ კვირიდან ამოქმედდეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Yeni Şafak ავრცელებს.

“რუსეთს, უკრაინას, გაეროს და თურქეთს შორის ოთხმხრივი შეხვედრების შემდეგ, ოთხშაბათს თურქეთის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები “პოზიტიური და კონსტრუქციული” იყო და ყველა მხარე დათანხმდა სტამბულში საკოორდინაციო ცენტრის შექმნას უკრაინული მარცვეულის ექსპორტის ხელშესაწყობად”, – წერს UNIAN თურქულ მედიაზე დაყრდნობით.

აკარის თქმით, მოლაპარაკებების მონაწილეებმა საერთო ენა გამონახეს ისეთ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა გემებისთვის მოწყობილი დერეფნების უსაფრთხოება და პორტების შესასვლელებისა და გასასვლელების ერთობლივი კონტროლი.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ტონობით მარცვლეულით დატვირთული გემები უკრაინის პორტებში არიან გაჩერებული. ცნობისთვის, რუსეთსა და უკრაინაზე ხორბლის მსოფლიო მარაგის თითქმის მესამედი მოდის, უკრაინიდან ექსპორტის შეჩერება კი გლობალურ სასურსათო კრიზისს მნიშვნელოვნად აღრმავებს.

იტვირთბა....