უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ იმ რუს ოკუპანტებს მიმართა, რომლებიც უშუალო იყვნენ ჩართული ქალაქ ვინიცას ცენტრის დაბომბვაში.
“მინდა, რომ იმ გემის ეკიპაჟის წევრებმა, საიდანაც ვინიცას მიმართულებით ისროლეს, დაზუსტებით იცოდნენ – ციხე ყველაზე საუკეთესო ადგილია, რისი იმედიც შეიძლება ჰქონდეთ”, – აცხადებს ზელენსკი.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ქალაქ ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმა შავი ზღვის აკვატორიიდან, წყალქვეშა ნავის საშუალებით განხორციელდა.
ბოლო ცნობებით, დაბომბვას 23 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, სამი 10 წლამდე ბავშვი. მაშველები ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ და ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ. უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება ათობით ადამიანი, ხოლო ჰოსპიტალიზებულთა შორის მძიმედ დაჭრილები არიან.
ამავე თემაზე: ზელენსკი: ვინმეს დალასის სამედიცინო ცენტრზე რომ მიეტანა სარაკეტო შეტევა, ეს ტერორიზმი არ იქნებოდა?