ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზელენსკი: ვინმეს დალასის სამედიცინო ცენტრზე რომ მიეტანა სარაკეტო შეტევა, ეს ტერორიზმი არ იქნებოდა?

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის თქმით, გასულმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთი ოფიციალურად ტერორისტ სახელმწიფოდ უნდა გამოცხადდეს. ამის შესახებ ზელენსკიმ ვინიცას ცენტრზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შესახებ საუბრისას აღნიშნა. მისი თქმით, ეს მოხდა სწორედ მაშინ, როდესაც ჰააგაში რუსული სამხედრო დანაშაულების შესახებ კონფერენცია იმართებოდა.

“მსოფლიოს არც ერთი სხვა სახელმწიფო არ წარმოადგენს ისეთ ტერორისტულ საფრთხეს, როგორსაც რუსეთი. მსოფლიოს არც ერთი სახელმწიფო არ აძლევს თავს უფლებას, ყოველდღიურ რეჟიმში, საკრუიზო რაკეტებითა და რეაქტიული არტილერიით გაანადგუროს მშვიდობიანი ქალაქები და ჩვეულებრივი ადამიანური ცხოვრება. ღმერთმა ნუ ქნას – ვინმეს დალასის ან დრეზდენის სამედიცინო ცენტრზე რომ მიეტანა შეტევა, ამას რას დაარქმევდნენ? ეს რა, ტერორიზმი არ არის?”, – აცხადებს ზელენსკი.

შეგახსენებთ, გუშინ, ქალაქ ვინიცაში მომხდარ სარაკეტო თავდასხმას ბოლო ბონაცემებით 23 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, სამი 10 წლამდე ბავშვი. მაშველები ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ და ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ. უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება ათობით ადამიანი, ხოლო ჰოსპიტალიზებულთა შორის მძიმედ დაჭრილები არიან.

 

 

იტვირთბა....