ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ აცხადებს, რომ რუსეთიდან მარცვლეულის ექსპორტს არ დაბლოკავს

ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, სანქციები არ გავრცელდება რუსული საკვები პროდუქტებისა და მინერალური სასუქების ექსპორტზე.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სოფლის მეურნეობის პროდუქტების, ასევე მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის რეალიზაცია და ტრანსპორტირება ნებადართულია და არ არღვევს ოფიციალური ვაშინგტონის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს.

“შეერთებული შტატები ყველანაირად მხარს უჭერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძალისხმევას, მსოფლიო ბაზარზე გამოიტანონ როგორც უკრაინული, ისე რუსული მარცვლეული და შეამცირონ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული ომის გავლენა მსოფლიო სურსათის მარაგსა და ფასებზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

 

იტვირთბა....