უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა მტრის შეტევა და ორი სოფლის აღების მცდელობა შეაჩერეს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, რუსმა ჯარისკაცებმა თავდასხმის მცდელობების დროს, მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს და უკან დაიხიეს.
“ჩვენმა ჯარისკაცებმა წარმატებით შეაჩერეს მტრის თავდასხმის მცდელობები ბახმუტის მიმართულებით, კოდემასა და ბელოგოროვკას მიდამოებში, აგრეთვე სოფლების, სპორნოესა და ვერშინას აღების მცდელობა”, – აცხადებენ გენშტაბში.