უკრაინის ქალაქ ვინიცას ცენტრში რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა უკვე 20-მდე გაიზარდა. პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით, დაღუპულთა შორის სამი – ბავშვია.
მისივე ცნობით, სამედიცინო დაწესებულებებს დასახმარებლად 90-მა ადამიანმა მიმართა.
ვინიცაში დღეს რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა, რომლებიც საოფისე შენობებს მოხვდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაზიანდა სახცოვრებელი სახლები, შენობები, სადაც საოფისე ფართები იყო განთავსებული და ადგილზე გაჩენილი ხანძარი ავტოსადგომზეც გავრცელდა. მაშველების ცნობით, დაიწვა 25 ავტომობილი.