რუსებმა ვინიცაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მისივე ცნობით, თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა და 4 დაიღუპა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი.
წინასწარი ინფორმაციით, შენობას 3 რუსული რაკეტა მოხვდა. აფეთქების შედეგად ასევე დაზიანდა ოფიცერთა სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსები.
“ვინიცას მოსახლეობამ სარაკეტო იერიშის დამადასტურებელი ფოტოები გამოაქვეყნა. საუბარია 3-4 სარაკეტო დარტყმაზე. ხანძარი ავტოსადგომზე გავრცელდა. ახლა იქ 50-მდე მანქანა იწვის. მაშველები ხანძრის ჩასაქრობად მუშაობენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბური ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.