ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ვინიცაში სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა

უკრაინის ქალაქ ვინიცაში რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, 25 ადამიანი კი ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური Telegram-ზე წერს.

“12:15 საათის მონაცემებით, 12 დაღუპული და 25 დაშავებულია. ადგილზე 90 მაშველი მუშაობს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მანამდე, ინფორმაცია ვრცელდებოდა 8 დაღუპულის შესახებ, რომელთა შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

ვინიცაში დღეს რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა, რომლებიც საოფისე შენობებს მოხვდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ასევე დაზიანდა ოფიცერთა სახლი და ახლოს მდებარე საცხოვრებლები. ადგილზე გაჩენილი ხანძარი ავტოსადგომზეც გავრცელდა. მაშველების ცნობით, დაიწვა 25 ავტომობილი.

 

იტვირთბა....