ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კიბოს პრეპარატი მოქმედებს: “სპეციალური დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ თქვენ გამოჯანმრთელდებით”

სოციალურ ქსელში მომღერლი თამრიკო ჭოხონელიძე სტატუსს ავრცელებს, რომელმაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია:

„უაღრესად სასიხარულო და დამაიმადებელი ინფორმაცია შევიტყვე ახლა იმედის დილის პროგრამაში(09/30 წუთიდან უყურეთ)!!! 2006 წლიდან ევროპასა და მსოფლიოში ამოქმედებულია ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც გულისხმობს პრეპარატს – უშუალოდ ძუძუს კიბოთი დაავადებულთათვის! ეს პრეპარატი მოქმედებს 1,მე-2 და მე-3 სტადიის სიმსივნეზე! 1-ელ სტადიას კურნავს 90%! მე-2 და მე-3 სტადიებს 50%–70%-ით! თუ მთლიანად არ განკურნავს – მეტასტაზებს აჩერებს!!! ამ პრეპარატის შესახებ საქართველოში რამდენიმე წელია თურმე არსებობს ინფორმაცია, მაგრამ შეძლებული ოჯახებიც კი ვერ უმკლავდებოდნენ მის ფინანსურ მხარეს, რადგან ის ძალიან ძვირია!

ქალაქის მერიამ და საკრებულომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ის ხელმისაწვდომი გამხდარიყო დაავადებულთათვის! სპეციალური დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ თქვენ გექნებათ საშუალება გამოჯანმრთელდეთ! განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სოციალურად დაუცველ პირებზე!!! აბა არ ვუთხრათ მადლობა იმ ადამიანებს,ვინც ამისთვის იზრუნა?! ამ პროგრამას ,,ც”ჰეპატიტის პროგრასთან აიგივებენო! ქედს ვიხრი თითოეული ამ ადამიანის წინაშე! დიდი მადლობა!!! თქვენ კი, ჩემო ძვირფასებო,ვისაც დღევანდელი დილის გათენება არ გინდოდათ იმის გამო, რომ უიმედოდ იყავით, ვისთვისაც ცხოვრება უინტერესო გახდა – მინდა წინასწარ მოგილიცოთ გამოჯანმრთელება და გითხრათ – ახლავე, გაიღიმეთ!!! გაიღიმეთ იმედით, რადგან თქვენ უყვარხართ უფალს!!! თქვენ უყვარხართ თქვენს ოჯახებს, საზოგადოებას და არავითარი სასოწარკვეთა!!! მიყვარხართ!!!” – წერს თამრიკო ჭოხონელიძე.

იტვირთბა....