ახალი ამბები მთავარი სამართალი

კახეთში 14 წლის გოგო სანადირო თოფით დაჭრეს

კახეთში, ახმეტის რაიონ სოფელ მატანში 14 წლის გოგო 22 წლის მამაკაცმა სანადირო თოფით დაჭრა. ამ მომენტისთვის, დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა და ის ახმეტის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უცნობია, გასროლა შემთხვევით თუ განზრახ მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს და გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

იტვირთბა....