უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, რუსული არმია საარტილერიო დარტყმენს იმ პრინციპით ახორციელებს, რომ რაკეტები ქალაქების საცხოვრებელ რაიონებში ჩამოვარდეს. ზელენსკი ამას რუსეთის სარაკეტო ტერორს უწოდებს და აღნიშნავს, რომ უკრაინის მიმართულებით უკვე 3000-მდე რაკეტაა გაშვებული.
“დილის მონაცემებით, 2960 რაკეტაა გაშვებული ჩვენი ქალაქების მიმართულებით. მათი მთავარი მიზანი სამოქალაქო ობიექტებია. ასეთია რუსეთის ტაქტიკა, რომელიც იმისკენ არის მიმართული, რომ ადამიანების გამოყაროს ჩვენი ქალაქებიდან და ყოველი უკრაინელი შიშით უყურებდეს ტერორისტ სახელმწიფოებს”, – მიმართა ზელენსკიმ სეულში მიმდინარე კონფერენციაზე “აზიის ლიდერობა” დამსწრეებს.