ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

შრი-ლანკაში დემონსტრანტები ამჯერად, პრემიერის ოფისში შეიჭრნენ

შრი-ლანკაში მიმდინარე საოპროტესტო აქციის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის ოფისშიც შეიჭრნენ. BBC-ის ცნობით, რეზიდენციის შენობაში ასობით დემონსტრანტი იმყოფება. ისინი ქვეყნის პრემიერის, რანილ ვიკრამასინგჰეს გადადგომას ითხოვენ.

შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრს საგანგებო მდგომარეობა აქვს გამოცხადებული.

“ბიბისის” ცნობით, პოლიციამ აქტივისტების მიმართ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკური კრიზისის ფონზე დაწყებული მასშტაბური დემონსტრაციების შედეგად, შრი-ლანკას პრეზიდენტი გოტობაია რაჯაპაკა ქვეყნიდან გაიქცა.

ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, სწორედ პრემიერ-მინისტრმა უნდა შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობას ერთი თვის განმავლობაში.

იტვირთბა....