ახალი ამბები პოლიტიკა

ლევან ვარშალომიძეს შესაძლოა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხვალინდელ სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრ, ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ცნობით, ვარშალომიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზად პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების რაოდენობა სახელდება.

აღსანიშნავია, რომ ვარშალომიძისთვის მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში, პარლამენტში მისი ადგილმონაცვლე ვერ შევა, რადგან საპარლამენტო ოპოზიციის, მათ შორის პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიები გაუქმებულია. ოპოზიცია კი ჯამში პარლამენტში 6 მანდატს კარგავს.

პარლამენტში პარტიას ადგილმონაცვლეები არ ჰყოლია ნიკა მელიასა და ზაალ უდუმაშვილის შემთხვევაშიც.

იტვირთბა....