ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

ვირუსული ინფექციით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

 

აჭარაში, სავარაუდოდ, ვირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებული პნევმონიის დიაგნოზით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, სინჯი უკვე აღებულია და რამდენიმე დღეში გაირკვევა, უკავშირდება თუ არა ქალის გარდაცვალება H1N1-ის ვირუსს, ე.წ. ღორის გრიპს.

აჭარის მასშტაბით, H1N1-ის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 31 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 9 პაციენტი მკურნალობას აგრძელებს, ხოლო ორი შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.

 

იტვირთბა....