ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზელენსკიმ კიდევ ხუთ ქვეყანაში დაითხოვა უკრაინის ელჩები

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ გერმანიის, უნგრეთის, ნორვეგიის, ჩეხეთის და ინდოეთის ელჩებს დაატოვებინა თანამდებობა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა UNIAN პრეზიდენტის ოფისის საიტზე გამოქვეყნებულ ბრძანებულებაზე დაყრნობით ავრცელებს.

კერძოდ, პრეზიდენტმა დაითხოვა გერმანიაში უკრაინის ელჩი ანდრეი მელნიკი, რომელიც, როგორც “უნიანი” წერს, მწვავედ აკრიტიკებდა ადგილობრივ ხელისუფლებას უკრაინისთვის იარაღის მიწოდების პროცესის დროში გაწელვის გამო.

“საბოლოოდ, დიპლომატმა ოლაფ შოლცის მთავრობას შეახსენა ოთხთვიანი სრულმასშთაბიანი ომის შესახებ, რომელსაც რუსეთის ფედერაცია უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს და ჰკითხა, ამ დრომდე რატომ არ აძლევდა უკრაინას საბრძოლო მანქანა БМП Marder-ს”, – წერს გამოცემა.

ცნობისთვის, მანამდე ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს, სლოვაკეთისა და პორტუგალიის ელჩები თანამდებობიდან გათავისუფლდნენ.

 

იტვირთბა....