ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზელენსკიმ უკრაინის ელჩი საქართველოში თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს, სლოვაკეთისა და პორტუგალიის ელჩები თანამდებობიდან გათავისუფლდნენ.

ზელენსკის განკარგულებით, გათავისუფლებული არიან უკრაინის ელჩი საქართველოში, იგორ დოლგოვი, უკრაინის ელჩი სლოვაკეთში, იური მუშკა და დიპლომატი ინა ონგივეცი, რომელიც უკრაინის ელჩის პოზიციას პორტუგალიაში იკავებდა.

როგორც European Pravda წერს, სამივე დიპლომატი ამ თანამდებობებზე ჯერ კიდევ პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის პერიოდში დაინიშნა.

ცნობისთვის, დოლგოვი მიმდინარე წლის 1 მარტს კონსულტაციაზე გაიწვიეს სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ოფიციალური თბილისის განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არამეგობრულ ნაბიჯებად იქნა შეფასებული.

შეგახსენებთ, საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ანდრი კასიანოვია.

იტვირთბა....