ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

მინისტრი გვირჩევს: როგორ ვებრძოლოთ მარტივად გრიპს და რა არ უნდა მიიღონ ბავშვებმა

 

“რუსთავი 2″-ის გადაცემა „ექიმებში“ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, რჩევები გასცა, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ გრიპსა და ვირუსს:

დავით სერგეენკო: „რამდენიმე მარტივი ნაბიჯია გრიპთან საბრძოლველად.

ადამიანს წყალი ისედაც სჭირდება. სიცხის დროს კი სითხის დანაკარგი იზრდება და წყლის მოთხოვნილება შესაბამისად მეტია. სიცხის დროს თავის ტკივილის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ  გაუწყლოებაა. პაციენტმა პირველ რიგში დიდი რაოდენობით სითხე უნდა მიიღოს. ხანდახან პაციენტებს პროტესტი აქვთ, მე ავად ვარ და წამალი მჭირდება, წყალი კი არაო. არ არსებობს უფრო ეფექტური წამალი, ვიდრე სითხეების ადექვატური რაოდენობით მიღება.

თუ ცხელება, ან თავის და სახსრების ძლიერი ტკივილი აღინიშნება, ასეთ შემთხვევაში ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები უნდა მიიღოთ-პარაცეტამოლი, იბუპროფენი და ა.შ.

ხშირად კითხულობენ, ასეთ დროს ბავშვს ანალგინის ან დიმედროლის ნემსები ხომ არ გავუკეთოთო. არა, თხუთმეტ წლამდე ბავშვებში ანალგინს საერთოდ ნუ გამოიყენებთ.

სიცხის და გრიპის პერიოდში ნაკლებად დატვირთეთ ორგანიზმი. სურდოს გამო სუნთქვის გაძნელებისას ფიზიოლოგიური ხსნარი გამოიყენეთ.” – განმარტავს დავით სერგეენკო.

იტვირთბა....