ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში, კაცმა ცოლი შვილის თვალწინ მოკლა

თბილისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. შეგახსენებთ, შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, შელაპარაკების ნიადაგზე, ქმარმა ცოლს ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა, რასაც 58 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რუსთავი2-ის ცნობით, ჟონეთის ქუჩაზე 65 წლის ზაქრო ვარდიაშვილმა მეუღლეს ჩაქუჩი ჩაარტყა. ფემიციდის ფაქტს მათი შვილი შეესწრო, რომელმაც პოლიციას და სასწრაფოს თავად შეატყობინა მომხდარის შესახებ.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრალდებული ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ცხელ კვალზე დააკავეს. მას 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იტვირთბა....