ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თბილისში კაცმა ცოლი მოკლა

თბილისში კაცმა ცოლს ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც, 58 წლის ქალი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრალდებული ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ცხელ კვალზე დააკავეს. მას 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს მიმდინარე წლის 8 ივლისს, შელაპარაკება მოუვიდა მეუღლესთან -1964 წელს დაბადებულ ლ.ზ.-სთან, რის შედეგადაც ზ.ვ.-მ ბლაგვი საგნით, თავის არეში დაზიანება მიაყენა მას. მიყენებული დაზიანების შედეგად, ლ.ზ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
იტვირთბა....