საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სინძო აბეს მკვლელობის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“საშინელი ტრაგედიაა. მთელი საქართველო შოკირებულია. სინძო აბე იყო საქართველოს მეგობარი და ამასთან, გავლენიანი საერთაშორისო ფიგურა. ჩემი ღრმა მწუხარება”, – წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.
შეგახსენებთ, 67 წლის აბე იაპონიის დასავლეთით მდებარე ქალაქ ნარაში, რკინიგზის სადგურთან მიტინგზე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც შეიარაღებულმა მამაკაცმა მისი მისამართით გაისროლა.
პოლიტიკური მოღვაწე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.