ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სინძო აბე გარდაიცვალა

იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სინძო აბე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ადგილობრივ მედისაშუალება NHK-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეგახსენებთ, ყოფილ პრემიერს დღეს შეიარაღებული პირი იმ დროს დაესხა თავს, როდესაც 67 წლის აბე იაპონიის დასავლეთით მდებარე ქალაქ ნარაში, რკინიგზის სადგურთან მიტინგზე სიტყვით გამოდიოდა.

როგორც CNN ქალაქ ნარას სახანძრო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერდა, მას გონების დაკარგვის შემდეგ გული და ფილტვები გაუჩერდა.

ქვეყნის ამჟამინდელმა პრემიერმა, ფუმიო კისიდამ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ სინძო აბეს მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ. ხოლო ცოტა ხნის წინ, ინფორმაცია გავრცელდა მისი გარდაცვალების შესახებ.

იტვირთბა....