[su_quote]არახამია გვარად არის ქართველი, თორემ, ჩემი აზრით, ამ კაცს არაფერი არ სცხია ქართველობის. გაშმაგებით ებრძვის ქართველებს. დიდი ხანია, მან და “ნაციონალურმა მოძრაობამ” ის ზღვარი გადალახეს კერძოსა და საზოგადოს შორის, როცა უპირისპირდები არა შენს ხელისუფლებას, არამედ შენს სამშობლოს. ეტყობა, იქ ჩაფლავდნენ [რუსეთში პროდუქციის გატანა], იმ ფლანგზე ვერაფერი ვერ მოიძიეს და ახლა გადმოსული არიან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების საკითხზე. გახსოვთ, ჯერ კიდევ თებერვალში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა გვეუბნებოდა, ძალიან მალე იქნება წარმოადგენილი მტკიცებულებებიო – 8 ივლისია დღეს, სად არის მტკიცებულებები, რომ აქ მე რაღაცებს ვაგზავნი პუტინისთვის, რომ მერე პუტინმა ესროლოს უბედურ უკრაინელ ხალხს? სად არის მტკიცებულებები? და ამას აკეთებს ე.წ. ქართველი. მასეთი ქართველი იყო სერგო ორჯონიკიძე, ბუდუ მდივანი და იოსებ სტალინიც, რომლებმაც მოსპეს საქართველო, ისეთი ქართველები იყვნენ, როგორიც არახამიაა დღეს, რომელიც გაშმაგებით ებრძვის თავის ქვეყანას. ერთი ქართული სიტყვა – “გამარჯობა” იცის მარტო. ახლა აქ რომ მედია არ იყოს, ერთი სამ სიტყვას კიდევ მე შევახსენებდი ქართულად[/su_quote]
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა სანქციების თაობაზე უკრაინაში ფრაქცია “ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებასთან დაკავშირებით.
ამავე თემაზე: “განიხილება სანქციები ივანიშვილისა და მისი უახლოესი გარემოცვის მიმართ