ახალი ამბები პოლიტიკა

“განიხილება სანქციები ივანიშვილისა და მისი უახლოესი გარემოცვის მიმართ” – არახამია

განიხილება სანქციები ივანიშვილის და მისი უახლოესი გარემოცვის მიმართ, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის რადას წევრმა და ფრაქცია “ხალხის მსახურის” ლიდერმა, დავით არახამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო [ოლიგარქიზაციის] ხაფანგს თავს მარტო ვერ დააღწევს, ამიტომ დასავლელი პარტნიორები დაეხმარებიან.

“კარგი ამბავი მაქვს, მაკფოლმა განაცხადა, რომ უახლოეს სანქციების პაკეტში განიხილება სანქციები საქართველოს ზოგიერთი მოქალაქის მიმართ, პირველ რიგში მინდა საქართველოს მოქალაქეები დავამშვიდო, ქართველი ხალხი ბუნებრივია არ დაზარალდება  საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილს და მის უახლოეს გარემოცვას.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი პირობა დეოლიგარქიზაციაა, შესაბამისად საჭიროა დახმარება ოლიგარქის გავლენების შესამცირებლად. იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილმა და მისმა გუნდმა ხელისუფლების ყველა შტო დაიპყრო, საქართველოში ბუნებრივია არის პრობლემა. ყველა ძალოვანი სტრუქტურა ივანიშვილის მიერ კონტროლდება. საქართველო ამ ხაფანგს დამოუკიდებლად თავს ვერ დააღწევს, საერთაშორისო პარტნიორები ჩაერთვებიან ამ საკითხში და სწრაფად დაგეხმარებიან. ველოდებით ახალ ამბებს, თვალს ვადევნებთ სიახლეებს ამერიკიდან და ევროპიდან”, – აცხადებს არახამია.

იტვირთბა....