იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ სინძო აბეზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. მას იაპონიის დასავლეთით მდებარე ქალაქ ნარაში, ქუჩაში დაესხნენ თავს და ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლეს.
ზუსტი ინფორმაცია, თუ როგორ მდგომარეობაშია დაჭრილი, უცნობია. ადგილობრივი მაუწყებელი NHK კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ 67 წლის ყოფილ პრემიერს სიცოცხლის ნიშნები არ აღენიშნებოდა.
მალევე, ინტერნეტში თავმდამსხმელის დაკავების კადრები გავცელდა. არსებული ინფორმაციით, ის 41 წლის იამაგამი ტეცუია.