გამოცემა CNN-ის ცნობით, იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ სინძო აბე სიცოცხლისთვის იბრძვის. დაჭრილის მდგომარეობაზე განცხადება ქვეყნის ამჟამინდელმა პრემიერმა, ფუმიო კისიდამ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა.
“ყოფილი ლიდერი ახლა კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, მას ექიმები გადაუდებელ დახმარებას უწევენ, ისინი მისი სიცოცლის გადასარჩენად იბრძვიან”, – აცხადევს ის.
როგორც “სიენენი” ქალაქ ნარას სახანძრო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, სინძო აბეს გონების დაკარგვის შემდეგ გული და ფილტვები გაუჩერდა.
შეგახსენებთ, 67 წლის ყოფილ პრემიერს იაპონიის დასავლეთით მდებარე ქალაქ ნარაში, ქუჩაში დაესხნენ თავს და ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლეს.