საზოგადოება

5 ნივთიერება, რომელიც ორგანიზმიდან ტოქსინებს დევნის და წონის კორექციას ეხმარება

ცნობილია, რომ ორგანიზმის კილოგრამებისგან გათავისუფლების ერთ-ერთი საშუალებაა ლიმონისა და ფორთოხლის წვენი თბილ წყალთან ერთად. მაგრამ ეს მცდარი სწავლებაა. ჯანმრთელი ადამიანისთვისაც კი ამ საშუალების გამოყენება წონის კორექციისთვის რეკომენდირებული არ არის, რადგან ის იწვევს კუჭის მჟავიანობის მომატებას.

ორგანიზმის მავნე ნივთიერებებისგან გაწმენდის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა კეფირის მიღება. კეფირი ორგანიზმში შლაკებს და ტოქსინებს აქრობს. მაწონთან შედარებით კეფირს ყველა დიეტოლოგი უწევს რეკომენდაციას. თუ სახლში მხოლოდ მაწონი გაქვთ, წყალი გაურიეთ და მისი მჟავიანობა ამით გააქარწყლეთ. მაწონი ორგანიზმში მჟავე დუღილს იწვევს,  კეფირი -სპირტულ დუღილს, ეს უკანასკნელი კი  ხელს უწყობს კალორიების დაწვას.

მათ ვისაც კუჭის შეკრულობა აწუხებს, რეკომენდირებულია ძილის წინ  წყალგარეული კეფირი მიიღონ, რომელსაც ერთ სუფრის კოვზ მცენარეულ ზეთს დაამატებენ.

ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას სუფთა წყალიც უწყობს ხელს. რეკომენდირებულია დღეში ლიტრა ნახევარი წყლის მიღება.

დიეტის დაწყებისას ხშირად სისუსტეს და უენერგიობას უჩივიან. ეს ხილის ნაკლებობის ბრალია. ხილს გააჩნია ნახშირწყლები, რომელიც ორგანიზმის მიერ ადვილად იწოვება და ენერგიის დეფიციტს აღმოფხვრის.

ხაჭო წონის კორექციის მსურველებისთვის საუკეთესო საშუალებაა, რადგან ორგანიზმის მიერ ადვილად მონელებადი საკვებია. ამავდროულად ის შეიცავს ცილას, რაც კუნთოვან სიძლიერეს უწყობს ხელს.

მოხარშული ხორცი შეიცავს ცხოველურ ცილას. ქათამი, ინდაური, ხბოს ხორცი-ეს დიეტოლოგების მიერ დანიშნული  საკვებია.

ცილების დიეტას კი ყველა დიეტოლოგი უწევს რეკომენდაციას, თუმცა აქაც ზომიერების დაცვას გვირჩევენ.

მომზადებულია ტელე „იმედის“ სიუჟეტის მიხედვით.

იტვირთბა....