ვიდეო მსოფლიო

გადანერგილი გული: დედა უსმენს დაღუპული შვილის გულისცემას (ვიდეო)

4  წლის ჯორდან დრეიკმა სიცოცხლის პირველი წლები საავადმყოფოში გაატარა. ის დაიბადა გულის თანდაყოლილი დეფექტით. ექიმების თქმით, მისი ერთადერთი იმედი გულის გადანერგვა იყო.

2013 წელს, არიზონაში 7 თვის ლუკას კლარკი გარდაიცვალა. ლუკასის დედამ მიიღო გადაწყვტილება, რომ შვილის ორგანოები სხვების გადასარჩენად გამოეყენებინა. ახლა, ლუკასის გული ჯორდანის ორგანიზმში ფუნქციონირებს.

ვიდეოში, რომელსაც CNN ავრცელებს, აღწერილია ლუკასის და ჯორდანის დედების ემოციური პირველი შეხვედრა. ისინი ნახვისას ერთმანეთს ეხუტებიან. ჯორდანის დედა მადლობას უხდის ლუკასის დედას შვილის გადარჩენისთვის. კადრში ჩანს, როგორ უსმენს გარდაცვლილი ბიჭუნას დედა მის გულისცემას, რომელიც ახლა 4  წლის გოგონას ორგანიზმში ფუნქციონირებს. კადრები საკმაოდ ემოციურია.

ლუკასის ორგანოების დახმარებით ექიმებმა სიცოცხლე სამ ადამიანს შეუნარჩუნეს.

იტვირთბა....