.
ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც სირიის ერთ-ერთი ნანგრევებად ქცეული ქალაქი ჰომსია ნაჩვენები. კარდერები მე-2 მსოფლიო ომის შედეგად დანგრეულ ევროპულ ქალაქებს გვაგონებს. ომი, რომელიც 5 წლის წინ სამოქალაქო დაპირისპირებით დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დაპირისპირება აღმოჩნდა 21-ე საუკუნეში.
გაეროს მონაცემების მიხედვით, დაღუპულთა რაოდენობამ მხოლოდ 2013 წელს 100 000-ს გადააჭარბა. ზუსტი რიცხვი, ომში დაღუპულთა შესახებ ამ დრომდე არ არსებობს.
კონფლიქტი, რომელიც 2011 წელს სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ ასადსა და მის მოწინააღმდეგე ძალებს შორის დაიწყო დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა მსოფლიო უსაფრთხოებისთვის.