ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“წერენ, რომ ჩემ გამო სცემეს ლექსო” – მირანდა ბაღათურია

  ერთი წელი გავიდა !

ძალიან ბევრს ვფიქრობდი დამეწერა რამე თუ არ დამეწერა,მერე გავბრაზდი რატო არ უნდა გამოიყენო საკუთარი სოციალური გვერდი, კიდევ ერთხელ რაღაცის თქმისთვის თქო ,მერე მივხვდი რატო არ მინდოდა რამის დაწერა, იმიტომ რომ ამას სააგენტოები ვირუსულად გაავრცელებდნენ და ამ სტატიის ქვეშ 50 კაცი გმირს დამიძახებდა, 50 კი სამარცხვინო ადამიანს.
ეს არაფერია იმ ერთ წელთან შედარებით, რომელიც გავიდა.
მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! მარტო ტკივილი და უსუსურობა მახსენდება,
მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზზიღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად.
ერთი დღე რომ ატრიალებს ცხოვრებას და მერე სულ ამასთან რომ ხარ დაკავშირებული ასეთი დღეა,

სოციალური ქსელი პატრიარქის ფოტოებით აქვთ აჭრელებული პროფაილ სურათზე შვილიშვილების ფოტოები უდევთ და ამ დროს ისეთი სიტყვებით მლანძღავენ საერთოდ ვერ წარმოვიდგენ, როგორ შეიძლება იჯდე და ვინმეს მიმართ მსგავსი რამის სურვილი გაგიჩნდეს.

წერენ რომ ჩემ გამო სცემეს ლექსო ის ადამიანები ,რომლებიც ერთი წამითაც არ ყოფილან იქ ამბობენ რომ გმირი ბიჭები დავაჭერინე, რომლის დედებსაც ერთხელ არ მოუწერიათ ჩემთვის, არც მათი შვილებისთვის უკითხავთ კი მაგრამ “სამშობლოს თუ იცავდით” ამ ორმა კაცმა იმ კორპუსში შემწყვდწულებმა რა დაგიშავესო არ უკითხავთ მათი შვილებისთვის დედა რაც არ უნდა ეთქვათ და ექნათ ერთი კაცი როგორ სცემეთო არ უკითხავთ და მაინც გმირ ბიჭებს ეძახიან მათ!

ხან პროვოკატორი ვარ და ხან მაბრალებენ რომ ლგბტ სამკლაურით დავდიოდი იმ დღეს ათას სისულელეს იგონებენ რომ გაუნათლებელი მასა ჩემ წინააღმდეგ აგრესიულად განაწყონ.

ათას სიბინძურეს მწერენ და მეუბნებიან რომ ვიღაცას პუტინისტს ვეძახდი, თუმცა ამის არცერთი მტკიცებულება არ აქვთ.

არა იმიტომ რომ არ შემიძლია სამკლაური მეკეთოს ან ვინმეს პუტინისტი არ დავუძახო, არამედ იმიტომ რომ ჟურნალისტი ვარ და საკუთარ პოზიციას არ ვაფიქსირებ!

დედაჩემი ყველა კომენტარს კითხულობს,თითოეულ ადამიანზე მეკითხება ვინ არის ნებართვას მთხოვს რომ პასუხი გასცეს, რის უფლებასაც არ ვაძლევ.

რამდენს გიხდიანო წერენ გგონიათ თავს ვაცემინებთ ხალხს და მერე პრემიებს ველოდებით.

ნაწილი ნაცებზე ისეთი აჭრილია აპრიორში ნაცი ხარ მათთვის და ღირსი ხარ ყველაფრის მათ წარმოდგენაში

ვიღაცეებს აკერიათ პირზე აბა გეები გინდათ ამ ქვეყანაშიო და საერთოდ ვერ ხვდებიან რომ მე ვარ ჟურნალისტი, ანუ გაშუქებ შენც ჰომოსექსუალს, შენც ჰეტეროსექსუალს ,შენც მუსლიმს,შენც ქრისტიანს, შენც ნაცს და შენც ქოცს.

ყველაფერი ეს მხოლოდ იმიტომ რომ გაამართლონ ის რაც 5 ივლისს იმ დაწყევლილ დღეს მოხდა,

ლექსოზე შეგნებულად არაფერს ვწერ ის იქ მშვიდად უნდა განისვენებდეს, არც მის ოჯახს უნდა ამდენი ტკივილი, ჩვენი ყველა სიტყვით მათ იარას ვანახლებთ.

იცოდეთ! თქვენ ვინც ამას კითხულობთ და ამართლებთ იმას რაც მოხდა 5 ივლისს, არც ქრისტიანი არც ადამიანი და არ მოქალაქე ხარ

ცოტა შორს ვარ ამ 5 ივლისს უბრალოდ არ შემეძლო ამ დღეს ისევ იმ ქუჩებში მევლო
და ისე გამეგრძელებინა ცხოვრება თითქოს 53 მედიის წარმომადგენელი არ დაშავებულა თითქოს მათ ცხოვრება მთლიანად არ ამოუტრიალდათ! 

წერს ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია, სოციალურ ქსელში.

 

იტვირთბა....