ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

Economist: უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონიდან 1 კმ-ში დგანან

უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონიდან 1 კმ-ში დგანან, – ამის შესახებ The Economist-ი უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოფიცერზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქისთვის ბრძოლა უკიდურესად რთული იქნება, რადგან „არცერთი მხარე არ აპირებს დანებებას“.

ჟურნალისტები ასევე ციტირებენ ჯარისკაცის სიტყვებს, რომ შემდეგი კვირა ან ორი “კიდევ უფრო საინტერესო” იქნება. ბრძოლა ძლიერდება მას შემდეგ, რაც უკრაინა ემზადება კონტრშეტევისთვის დასავლეთიდან, ნიკოლაევის მახლობლად და ჩრდილოეთიდან, კერძოდ, ზელენოდოლსკიდან.

სტატიის ავტორების თქმით, „რაც ახლა ხდება, ჯერ კიდევ არ ჰგავს სრულფასოვან კონტრშეტევას“.

ტექსტში აღნიშნულია, რომ უკრაინის არმიის მთავარი ყურადღება კვლავ მიმართულია რუსეთის ჯარების მუდმივი წინსვლის შეჩერების მცდელობაზე აღმოსავლეთში, სადაც წინა დღეს ლისიჩანსკი დაიკარგა და ეს ქალაქი უკრაინელებმა დატოვეს.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....