რუსეთის „კომუნიკაციების განვითარების ეროვნულმა კვლევითმა ინსტიტუტმა“ (НИИРК) „პოსტსაბჭოთა ქვეყნების მეგობრული საკომუნიკაციო რეჟიმების ყოველწლიური რეიტინგი“ გამოაქვეყნა, სადაც შარშანდელის მსგავსად, წელსაც საქართველო „შედარებით მეგობრული ქვეყნების“ სიაშია.
მისი “მეგობრულობის“ შეფასება ბოლო ერთ წელიწადში 15-დან 19.4 ქულამდეა გაზრდილი.
რუსი ექსპერტების აზრით, რუსეთის მიმართ უფრო მეტად მეგობრული არის თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. მას მოსდევს თვითგამოცხადებული აფხაზეთი, ბელარუსი და ცენტრალური აზიის ქვეყნები.
რუსეთის მიმართ სომხეთისა და აზერბაიჯანის „მეგობრულობის“ დონე შემცირდა. “არამეგობრულების” სიაში შედიან: მოლდოვა, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და უკრაინა. ერთი წლის განმავლობაში ისინი კიდევ უფრო „არამეგობრულები“ გახდნენ. უკრაინას 100-დან 99 ქულა აქვს.
ანგარიშის საქართველოს შესახებ ნაწილში აღნიშნულია, რომ 2025 წელს „ქულების გარკვეული ზრდა იყო ეკონომიკური ურთიერთობების ჯგუფში და რუსეთის ფედერაციის, რუსების, რუსულენოვანი მოსახლეობის მიმართ მაჩვენებელში. აგრეთვე, მინიმალური ზრდა იყო მედიაკომუნიკაციებისა და არაკომერციული ორგანიზაციების მაჩვენებლებში“.
ვრცლად ნახეთ “რადიო თავისუფლების“ გვერდზე.

