ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მერიაში საკადრო ცვლილებებს ივანიშვილს უკავშირებენ

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე თვლის, რომ მერიაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება.

“თბილისის მთავრობაში ბოლო დროს განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს არანაირი კავშირი არ აქვს დედაქალაქში დაგროვებული პრობლემების მოგვარებასთნ, მოქალაქეების ცხოვრების დონის გაუმჯობესებასთან. ქართუ ჯგუფის თანამშრომლების თბილისის მთავრობაში მასობრივი დანიშვნა ემსახურება ივანშვილის პირადი ინტერესების უფრო მკვეთრად განხორიცელებას დედაქალაქის მერიაში“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, თედო კობახიძის აზრით, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი უწყებიდან დაკომპლექტდება მერიის კადრები, მთავარია, იყოს პროფესიონალი.

“მიმდინარეობს საკადრო ცვლილებები, ამაში განსაკუთრებული არაფერი არ არის, ეს ჩვეულებრივი საქმიანი პროცესია. რაც შეეხება იმას, თუ ვისი კადრებით კომპლექტდება მერია, ეს არ არის, კონკრეტულად, სწორი. უნდა დაკოპლექტდეს იმ კადრებით, ვინც იქნება პროფესიონალი. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი უწყებიდან იქნებიან“, – აღნიშნა თედო კობახიძემ.

იტვირთბა....