ხმაურია თბილისში, ამაღლების ქუჩაზე, სადაც რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენლები ამ დროისთვის არიან შეკრებილი.
აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკურ შეხლა-შემოხლას აქვს ადგილი.
შეგახსენებთ, გუშინ ღამით პოლიციამ “თბილისი პრაიდის” საწინააღმეგო შეკრების 26 პირი დააკავა, მათ შორის, “ალტ-ინფოს” ლიდერი, ზურა მახარაძე.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ დღევანდელი შეკრების განმავლობაში აქციის კიდევ 17 მონაწილე იქნა დაკავებული.