პოლიციამ “თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის 17 მონაწილე დააკავა.
როგორც “ინტერპრესნიუსი” შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, ისინი დაკავებული არიან საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსისი 173-ე მუხლის თანახმად, შრაც პოლიციელის კანონიერი განკარგულებისა ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
აქციის მონაწილეები მთელი დღეა ქალაქში გადაადგილდებიან და “თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებს აპროტესტებენ.
ცნობისთვის, შსს-მ გუშინ, 1 ივლისს “თბილისი პრაიდის” საწინააღმეგო შეკრების 26 პირი დააკავა, მათ შორის, “ალტ-ინფოს” ლიდერი, ზურა მახარაძე.
“მიმდინარე წლის 1 ივლისს თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ და მოახდინეს ფესტივალის ადგილზე მისასვლელი გზების პარალიზება, მოძრაობის ხელოვნური შეფერხება, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ადგილზე მოუწოდეს მათ გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი. პოლიციამ აქციის მონაწილეებს, ასევე მიუთითა პროტესტი განეგრძოთ ისეთ ადგილზე, სადაც ხელს არ შეუშლიდნენ და არ დაარღვევდნენ სხვა მოქალაქეთა უფლებებს. გვიან ღამით, სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული გაფრთხილების მიუხედავად, შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა. შესაბამისად, პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე 26 პირი დააკავა”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, “თბილისი პრაიდის” კვირეული 2 ივლისს, ქვიარ მუსიკალური ფესტივალით იხურება.
ამავე თემაზე: რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენლებმა “ოცნების” ოფისთან ლგბტქ+ დროშა დახიეს