ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიქანაძე ოხანაშვილზე: არის ზღვარი, რომლის მიღმაც თმენის ვალდებულება უბრალოდ არ არსებობს

[su_quote]ანრი ოხანაშვილი არის ღირსებული ადამიანი, საკუთარი ქვეყნის პატრიოტი და პროფესიონალი. ვინც კი იცნობს ანრის, ძალიან მარტივად მიხვდება, რა დონის შეურაცხყოფა მიაყენეს მას, რომ ასეთი გაწონასწორებული ადამიანის მსგავსი რეაქცია მომხდარიყო. არსებობს ზღვარი, რომლის მიღმაც თმენის ვალდებულება უბრალოდ არ არსებობს. ანრი გამორჩეულად წესიერი და პატიოსანი ადამიანია. სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებ ანრის![/su_quote]

წერს “ქართული ოცნების” დეპუტატი, გივი მიქანაძე Facebook-ზე.

შეგახსენებთ, გუშინ, tvპირველის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას აშშ-ს საელჩოში ანრი ოხანაშვილი და “ქართული ოცნების” კიდევ რამდენიმე დეპუტატი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამავე თემაზე: “ჩვენთვის დაპირისპირების შესახებ ცნობილია, ვსწავლობთ ინფორმაციას” – აშშ-ს საელჩო

 

იტვირთბა....