სამოქალაქო მოძრაობა “თბილისი პრაიდის” წევრებმა თბილისი პრაიდის კვირეულის დაწყება საზეიმო ტორტით აღნიშნეს. კადრები, თუ როგორ ჭრიან ტორტს ფესტივავლის ორგანიზატორები, სოციალურ ქსელში გავრცელდა.
თბილისი პრაიდის კვირეულის 28 ივნისს, რეჟისორ ელენე ნავერიანის ქვიარ ფილმის “სველი ქვიშა” პრემიერით გაიხსნა. კინოჩვენებას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი დაესწრნენ.
თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში ასევე დაგეგმილია რეგიონული კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც, ლგბტქ აქტივისტები საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და ბელარუსიდან საერთო გეოპოლიტიკურ ბრძოლებზე სასაუბროდ შეიკრიბებიან; ამასთან, დაგეგმილია გრანდიოზული პრაიდ ფესტივალი, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო არტისტებს გააერთიანებს.