თბილისში „თბილისი პრაიდის“ კვირეული მიმდინარეობს, რომელიც კინოჩვენებით გაიხსნა.
თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები 28 ივნისიდან 2 ივლისამდე გაიმართება. ორგანიზაციამ უარი თქვა კონსტიტუციით გარანტირებულ საჯარო შეკრებასა და მანიფესტაციაზე და ყველა ღონისძიება დახურულ სივრცეში გადაიტანა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის არაერთი ეკიპაჟი. მიმდებარე ტერიტორია კი რკინის ჯებირებით არის შემოსაზღვრული.