ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პუტინის თქმით, ОДКБ-ს ქვეყნების უსაფრთხოებაზე ზრუნვა აუცილებელია

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი ქვეყნების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, აუცილებელია.

რუსული მედიის ცნობით, პუტინმა ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა და ორი ქვეყნის გენერალური შტაბის უფროსებს და თავდაცვის სამინისტროებს ОДКБ-ში შემავალი სახელმწიფოების უსაფრთხოების კუთხით ყველა დეტალის უზრუნველყოფა დაავალა.

“ჩემი შეთავაზებაა, თავდაცვის სამინისტროებს და გენერალური შტაბების უფროსებს ამ ერთობლივად გასაწევ სამუშაოსთან დაკავშირებით ყველა დეტალის შემუშავება დაევალოთ”, – მიმართა პუტინმა ლოკაშენკოს, რომლისგანაც თანხმობა მიიღო.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის შემადგენლობაში რუსეთთან და ბელარუსთან ერთად, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და დაჯიკეთი შედიან.

 

იტვირთბა....