მთავარი საზოგადოება

გრიშა კაკაჩიას ქუჩაში აჩერებენ და ფოტოს გადაღებას თხოვენ

 

რუსთაველის თეატრის მსახიობი დავით კვირცხალია სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ გრიშა კაკაჩიას პერსონაჟს ასახიერებს. ჟურნალ „სარკესთან“ საუბარში მსახიობი აღიარებს, რომ  პოპულარული გრიშას პერსონაჟით გახდა. მსახიობს ორი შვილი ჰყავს, ელენე და რუსკა, რომელთაც მამის შესრულებული კაკაჩიას პერსონაჟი არ მოსწონთ.

ელენე: „ყველაზე ნაკლებად გრიშა კაკაჩია მიყვარს, ვერ ვიტან ამ პერსონაჟს. თუკი არსებობს სტერეოტიპი, ვისაც ვერ ვიტან, ეს არის გრიშა კაკაჩია. თუმცა, მამა ამ როლს კარგად ასრულებს“. რუსკა: „ბევრს დაუსვამს კითხვა, მამაშენი მართლა ასე ლაპარაკობსო? მამა გრიშას საერთოდ არ ჰგავს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ზაფხულს სამეგრელოში ვისვენებთ და ნათესავები იქ გვყავს, გრიშასა და დათოს შორის მსგავსება არასდროს დამიჭერია. ამ პერსონაჟმა ცოტა შეგვაწუხა, ქუჩაში გვაჩერებენ, მამასთან ფოტოებს იღებენ“.

დავით კავარცხელია: „რუსთაველის თეატრში გოგი ქავთარაძემ სპექტაკლ „რომეო და ჯულიეტაში“ რომეოს როლი მანდო. პარტნიორობას მარი ჯანაშია მიწევდა. ამ სპექტაკლს ჩვენს თაობაში დიდი წარმატება ჰქონდა, მაგრამ არ მახსოვს, რომ ვინმეს რომეო დაეძახოს ჩემთვის. ახლა, მთელ თბილისში, სადაც მივდივარ, მეუბნებიან, გრიშას გაუმარჯოსო. არ ვიცი, ეს პროგრესია, თუ რეგრესი, მაგრამ ასეა.

არც მიფიქრია, რომ გრიშა კაკაჩია ვინმეს პროტოტიპია, რაღაც საქციელში კი ძალიან ახლო ნათესავებს ვამსგავსებ. საერთოდ, ჩვენი ყოფა ჰგავს ამ კაცს. მის მიმართ ხანდახან სიმპათიითაც ვიმსჭვალები, რადგან არავის ეპატიჟება, არავის ატყუებს, ყველა მიდის მასთან ერთი მიზნით, რომ სთხოვოს რაღაც და ეს კაციც მიდის ამაზე, მაგრამ თუ გინდა დახმარება გაგიწიოს, მისი პირობები უნდა გაითვალისწინო“, -­ ამბობს მსახიობი ჟურნალ „სარკესთან“.

იტვირთბა....