სოციალურ ქსელში უკრაინაში, ფრონტის ხაზზე გადაღებული ემოციური კადრები გავრცელდა, რომელშიც ჩანს, როგორ ემშვიდოებებიან გმირულად დაღუპულ ქართველს, ალუდა ზვიადაურს თანამებრძოლები.
რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუოული ალუდა ზვიადაური სამშობლოში დღეს ჩამოასვენეს.
შეგახსენებთ, 42 წლის ალუდა ზვიადაური 18 ივნისს, ქალაქ ლისიჩანსკში დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მას ოკუპანტებმა ზურგში იმ დროს ესროლეს, როდესაც ფრონტის ხაზიდან დაჭრილების გამოყვანას ცდილობდა.