უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ალუდა ზვიადაური საქართველოში ჩამოასვენეს. მის ცხედარს აეროპორტში ოჯახის წევრები, ახლობლები, ოპოზიციის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ.
შეგახსენებთ, 42 წლის ალუდა ზვიადაური 18 ივნისს, ქალაქ ლისიჩანსკში დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მას ოკუპანტებმა ზურგში იმ დროს ესროლეს, როდესაც ფრონტის ხაზიდან დაჭრილების გამოყვანას ცდილობდა.