ევროპულმა საბჭომ ასოცირებული ტრიოს ევროპულ პერსპექტივას მხარი დაუჭირა, კანდიდატის სტატუსი კი მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭა.
“ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია” – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი