მთავარი საზოგადოება

ვისზე გადადის გარდაცვლილის ქონება და ვინ არიან პირველი რიგის მემკვიდრები?

 

სამკვიდრო საქმის წარმოებაში ნოტარიუსი გჭირდებათ. თუ სხვა შემთხვევაში შეგიძლიათ სხვა უწყებას მიმართოთ, სამკვიდრო საქმის წარმოების უფლებამოსილება მხოლოდ ნოტარიუსს აქვს. მხოლოდ მათ შეუძლიათ სამკვიდრო მოწმობის გაცემა. კანონის მიხედვით მემკვიდრეობის წესით გარდაცვლილის ქონება მემკვიდრეებზე გადადის იმ შემთხვევაში, როცა არ არსებობს გარდაცვლილი პირის ანდერძი მის ქონებასთან დაკავშირებით, ან შედგენილი ანდერძი არ მოიცავს მთლიან ქონებას.

პირველი რიგის მემკვიდრეები არიან: მეუღლე, მშობლები, შვილები. მათი არ არსებობის შემთხვევაში იხსნება მეორე რიგის სამკვიდრო.

მეორე რიგის მემკვიდრეები არიან: დები, ძმები და ა.შ.

პირველი რიგის მემკვიდრეებს შორის ვინ არის უპირატესი? -ყველა პირველი რიგის მემკვიდრე არის თანაბარუფლებიანი მემკვიდრე, მიუხედავად იმისა თუ ვინ მეუღლეა, ვინ შვილი და ა.შ.

სამკვიდროს გაფორმება პირის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში მემკვიდრის სტატუსის აღსადგენად პირმა სასამართლოს უნდა მიმართოს.

იტვირთბა....