ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილი: სააკაშვილი, კეზერაშვილი და ხაზარაძე არიან ოლიგარქები – ივანიშვილს ლარი არ უშოვია აქ

[su_quote]დეოლიგარქიზაციის თემა [ევროკომისიის რეკომენდაციებში] ჩაიწერა უკრაინის და მოლდოვას შემთხვევაშიც და რეალურად უნდა ვთქვათ, ეს უკრაინას უფრო ეხება. ჩვენ საერთოდ, მსგავსი პრობლემა არ გვაქვს, არც გვქონიდა და არც გვექნება. ერთი გამონაკლისის გარდა – ძალიან უხაროდა ანა ნაცვლიშვილს, ქალბატონი ანა წარმოადგენს იმ პარტიას, რომელიც ეკუთვნის ვის? – მამუკა ხაზარაძეს, რომელსაც ჰქონდა რეალური სურვილი და განზრახვა, გამხდარიყო რეალური ოლიგარქი, ბიზნესმენი, რომელსაც უნდა ემართა პოლიტიკა – მთავრობა და პარლამენტი. ბატონი ხაზარაძე, ანაკლიის პორტის არაშენებისთვის საქართველოს ედავება მილიარდ ხუთას მილიონ დოლარს, აი ეს ხართ თქვენ, ეს არის თქვენი პარტია, მაგიტომაც მიიღეთ 1%. ეს არის ერთ-ერთი რეალური, ნათელი მაგალითი ოლიგარქობის. ვინ არის ბატონი კეზერაშვილი? დღეს კეზერაშვილი არის ნამდვილი ოლიგაქრი, რომელიც მოპარული, ნაძარცვი ფულით აფინანსებს სამივე ტელევიზიას, “მთავრს”, “ფორმულას” და tvპირველს. კითხვა რატომ არ გიჩნდებათ, კითხვა არ უჩნდება ჩვენს ვითომ ევროპელ მეგობრებს – როგორ ხდება, რომ კაცი, რომელიც მოვიდა არაფრით, გახდა ასეულობით მილიონი დოლარის მფლობელი? ახლა მესამე და მთავარი – სააკაშვილი. ვინ თქვა, სად თქვეს რომ ბიძინა ივანიშვილი არის მთავარი ოლიგარქი? ეს არის ტყუილი. სააკაშილი თავისი ოჯახით, არის მთავარი ოლიგარქი. მისი ბიძა, თემურ ალასანია არის ოლიგარქი, რომელიც პრეზიდენტს მართავდა, სააკაშვილის დედა არის ოლიგარქი, დადასტურებული 100 მილიონის ქონება აქვს გიული ალასანიას. სააკაშვილს აქვს დადასტურებული ასეულობით მილიონი. ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჩემი დახასიათება არ სჭირდება, მაგრამ მინდა, მათ შევახსენო –  ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ყველაზე დიდი ქველმოქმედი, რომელიც ქართველს ახსოვს. ის სააკაშვილის დროს, მშვიდად, წყნარად აკეთებდა უკიდეგანო ქველმოქმედებას. მას ერთი ლარიც კი არ უშოვია საქართველოში[/su_quote]

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, როდესაც საუბრობდა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემულ რეკომენდაციაზე –  “დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულება ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირადი ინტერესებით გამოწვეული ჩარევების აღკვეთით”.

იტვირთბა....