ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

დანილოვი: ომის დაწყების დღიდან, ზელენსკის მკვლელობა ხუთჯერ სცადეს

ომის დაწყების დღიდან, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა ხუთჯერ სცადეს. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსი დანილოვმა The Globe and Mail-თან განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ამ შემთხვევას თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში ჰქონდა ადგილი, თუმცა, დეტალები არ დაუკონკრეტებია.

მანამდე, მარტის დასაწყისში უკრაინის თავდაცვის სამინისტროში გაკეთდა განცხადება, რომ რუსი ბოევიკები კერძო კომპანიიდან “ვაგნარი” ზელენსკისთან ერთად პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის ლიკვიდაციასაც გეგმავდნენ.

“მათ უკრაინის ხელმძღვანელობის განადგურება სურდათ – პრეზიდენტს ზელენსკის, პრემიერ-მინისტრის”, – აცხადებდა შმიგალი.

 

იტვირთბა....