ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არ ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის ეს იყო ყველაზე ცუდი შედეგია – ხელაშვილი ევროკომისიის დასკვნაზე

[su_quote]არ ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის ეს იყო ყველაზე ცუდი შედეგი. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებდით და მაქსიმუმს გავაკეთებთ, თუმცა ამისათვის მხოლოდ მთავრობის ძალისხმევა არ კმარა, ამისთვის საჭიროა ორივე მხარის გაერთიანებული ძალისხმევა და აქ უნდა ვაჩვენოთ რომ ჩვენ ვართ ერი თუ არ ვართ ერი, რომელსაც უნდა ევროპაში ინტეგრაცია. ეს უნდა მოინდომოს მთელმა ხალხმა, როგორც მთავრობის ისე ოპოზიციის წარმომადგნელებმა, სხვანაირად მუდმივად გულდაწყვეტის რეჟიმში ვიქნებით[/su_quote]

ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა ევროკომისიის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, 17 ივლისს ევროკომისია უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების, საქართველოსთვის კი პირობების წამოყენების რეკომენდაციით გამოვიდა, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც, კვლავ მიუბრუნდებიან მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხს.

უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვასთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილება 24 ივნისს გახდება ცნობილი.

იტვირთბა....