რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი დაბომბეს. რაკეტები ნოვომოსკოვსკის რაიონში მდებარე ნავთობის საცავს მოხვდა. ადგილზე გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად სამმა ადამიანმა მიიღო დამწვრობები. ამის შესახებ ინფორმაციას ნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.
“ნავთობის საცავი სამმა რაკეტამ გაანადგურა. იქ ძლიერი ხანძარია. მაშველები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ”, – აცხადებს რეზნიჩენკო.
შედეგად, დამწვრობა მიიღო სამმა ადამიანმა, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.